ტროიკა

ტროიკა
ინსტიტუტი, რომელიც შემოღებულ იქნა 1980-იან წლებში იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში პოლიტიკის მდგრადობა, განსაკუთრებით ყოველ ექვს თვეში ცვლადი პრეზიდენტობის გათვალისწინებით. თავდაპირველად ტროიკაში შედიოდა მიმდინარე, წინა და მომავალი პრეზიდენტი ქვეყნები. დაკომპლექტების ამგვარი წესით უზრუნველყოფილი იყო დღის წესრიგის შედგენის პროცესში და საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს ევროკავშირის პოზიციების და პოლიტიკების მდგრადობა და განგრძობადობა. დღეისათვის ტროიკის დაკომპლექტების წესი შეიცვალა. დღეს ტროიკას წარმოადგენენ პრეზიდენტი ქვეყანა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისარი. ასევე შესაძლებელია, რომ ტროიკაში მონაწილეობა მიიღონ წინა ან მომავალმა პრეზიდენტმა ქვეყანამ.
Source: კაპანაძე სერგი. ევროკავშირის პოლიტიკა: სალექციო კურსი სოციალ. მეცნ. მაგისტრატურისათვის / სერგი კაპანაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужна курсовая?

Смотреть что такое "ტროიკა" в других словарях:

  • ევროკავშირის ტროიკა — თავდაპირველად ევროკავშირის ტროიკა სამი სახელმწიფოსაგან შედგებოდა: კავშირის თავმჯდომარე წევრი სახელმწიფო, წევრი სახელმწიფო, რომელიც თავმჯდომარეობდა კავშირს წინა 6 თვის განმავლობაში და რომელიც მომავალი 6 თვის განმავლობაში იქნებოდა კავშირის… …   Georgian encyclopedia

  • ვიშეგრადის ჯგუფი — ვიშეგრადის ოთხეული არაოფიციალური სახელია ცენტრალური ევროპის 4 პოსტკომუნისტური ქვეყნის: ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი გაერთიანებისა. თავდაპირველად ჯგუფს ვიშეგრადის ,,ტროიკა” ერქვა, ხოლო მას შემდეგ, რაც 1993 წელს ჩეხეთი და სლოვაკეთი ცალკე… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»